უფასო მიწოდება 50₾-დან ზევით

სათვალის მოვლის წესები

  1. შეინახეთ სათვალე მყარ და გამძლე ბუდეში, რომელიც შიგნიდან დაცულია რბილი ქსოვილით/მასალით.
  2. სასურველია სათვალეს შემოახვიოთ სპეციალური ჩვარი და ისე შეინახოთ ბუდეში. გაითვალისწინეთ, დაკეცილ მდგომარეობაში სათვალის ყური არ უნდა ედებოდეს მინის შიდა ზედაპირს.
  3. გაწმინდეთ სათვალის ლინზები სპეციალური (რბილი) სუფთა ჩვრით. სათვალის საწმენდი ჩვარი გამოცვალეთ ხშირად.
  4. სასათვალე ლინზების გასაწმენდად გამოიყენეთ სპეციალური სითხე (სპრეი), თბილი გამდიანრე წყალი ან თხევადი საპონი.
  5. სათვალის გაწმენდისას სპეციალური სპრეი დაასხით ჩვარს და არა სათვალის ლინზას, სათვალის ლინზა გაწმინდეთ თითების ნაზი მოძრაობით.
  6. არ გაწმინდოთ სათვალე შემდეგი საშუალებებით: ტანსაცმლის ფრაგმენტით, ქაღალდის სველი ან მშრალი ხელსახოცით.
  7. სათვალე გაიკეთეთ და მოიხსენით ორი ხელით.
  8. არ გაიკეთოთ სათვალე თავზე.
  9. სათვალით ზღვაში ან აუზში ჩასვლა არ შეიძლება. ზღვის და აუზის წყალი ალაქავებს და აზიანებს სათვალის ლინზებსა და ჩარჩოს.
  10. სათვალის დაზიანების შემთხვევაში ნუ ეცდებით შეკეთებას დამოუკიდებლად.
კომენტარის დატოვება

Shopping cart

0

No products in the cart.